geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელიზბარ ჯაველიძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1938

1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპეციალობით აღმოსავლური ენები და ლიტერატურა.

1961-1986 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; 1985-1986 წლებში ალმანახ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1986-1990 წლებში გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი; 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი; 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1993 წელს გაზეთ "საქართველოს სამრეკლოს" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1994 წელს გაზეთ "კოლხური კოშკის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 1995 წელს გაზეთ "სამრეკლოს" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2000-2004 წლებში  გაზეთ "ერას"  გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2004-2006 წლებში გაზეთ "აისის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი; 2015 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 25/02/2022
კატეგორია: ფილოლოგი